იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები შესაძლოა თანამდებობებიდან გაათავისუფლონ

სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე განიხილავენ ერთ-ერთ ინიციატივას, რომლის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, რომლებიც საბჭოში პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული, თანამდებობიდან შესაძლოა თავად საბჭომ გაათავისუფლოს.

ინიციატივის ამ ნაწილში წერია, რომ „ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უფლებრივად აბსოლუტურად თანასწორნი არიან, აუცილებელია, მათ დაეკისროთ თანაბარი ვალდებულებებიც: უნდა დაწესდეს ერთიანი დეონტოლოგიური ვალდებულებები, რომელთა დარღვევა მიიჩნევა დისციპლინურ გადაცდომად და საბჭოს წევრს შეეფარდება დისციპლინური სახდელი, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებაც დარღვევის სიმძიმის და ხასიათის გათვალისწინებით.

სასამართლოების მიერ წარდგენილი წინადადება მიუღებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის, ნაზი ჯანეზაშვილისთვის.

მისი თქმით, მოსამართლეებს აქვთ გარკვეული ვალდებულებები, რომ დაიცვან ეთიკის სტანდარტები და სხვა დისციპლინური პროცესი ვრცელდება მათ წინააღმდეგაც, თუკი ასეთი საფუძვლები არსებობს, მაგრამ არამოსამართლე წევრების მიმართ არ არსებობს ასეთი რეგულაციები.

სასამართლო რეფორმაზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ესწრებიან მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციები და დეპუტატები. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის შემადგენლობის შედგენა მამუკა ბახტაძის პრეროგატივაა და ყველანი ერთად უნდა დაველოდოთ გადაწყვეტილებას
შემდეგი სტატია„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის ვაჭრობის ხელშემწყობ საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა