იუსტიციის საბჭოს 2 წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს შორისაა

სასამართლო კლანი გავლენებს იძლიერებს. გადამწყვეტ არჩევნებანმდე ცხრა თვით ადრე მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება სასამართლოებს ნდობით აღჭურვილ კადრებს აბარებს. სასამართლოს გუშაგის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი, ბადრი შონია და პაატა სილაგაძე უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარადგინეს.

სიაში მოხვდა ირაკლი ბონდარენკო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი.

საბჭომ მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები უკვე დაარეგისტრირა.

სიაში არიან მოქმედი მოსამართლეები და ისეთი ადამიანები, რომლებცი “კლანთან” აფილირებულები არიან. ასეთი არის მაგალითად ირაკლი ბონდარენკო, რომელიც წლების განმავლობაში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომლის ოჯახის წევრიც, სხვათაშორის მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ასევე ამ სიაში არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრები, ბადრი შონია და პაატა სილაგაძე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სილაგაძე წარსულში უკვე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. როგორც ჩანს, მას სურს, რომ ისევ იქ დაბრუნდეს. შონიას არის აფილირებული ამ გავლენიან ადამიანებთან. სიაში 18 წევრიდან უმრავლესობა არის მოქმედი მოსამართლეები და ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შიდა წრეებით ხდება უზენაესი სასამართლოს დაკონფლექტება და ახალი აკდრებით”, – ამბობს “სასამართლოს გუშაგის” ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი.

ყოფილი მოსამართლეები პირდაპირ ამბობენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე “ოცნება” კლანს აძლიერებს, რათა, ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც გავლენები შეინარჩუნონ.

უნდათ რონმ საკუთარი კადრები დანიშნონ და კლანი გააძლიერონ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და ეს არის პირდაპირი ხელის შეშლა ქვეყნის ევროკავშირისკენ სვლისა”, – ამბობს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი.

22 თებერვალს გამართულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 18 კანდიდატი დაარეგისტრირა.

სია:

ბადრი შონია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;
პაატა სილაგაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი, ასევე, წარსულში იყო ის საბჭოს წევრი (2013-2017 წლები), ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;
ირაკლი ბონდარენკო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი;
ლაშა თავართქილაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
გოჩა დიდავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
ეკატერინე კულულაშვილი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
მერაბ ლომიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
ნათია მერაბიშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
გიზო უბილავა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
სიმონ ჩხაიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
ზურაბ ძლიერიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე;
გოჩა ჯეირანაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
გიორგი გოგინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე.

banner
წინა სტატიაშიალექსეი ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილ აქციასთან დაკავშირებით წინასწარი საგამოძიებო შემოწმება დაიწყო
შემდეგი სტატია“ახირებული ახალგაზრდები არიან, აჩემებაა, არ მიკვირს” – თევზაძე “ოცნების” მაღალჩინოსნებს პასუხობს