იუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტოს. აღნიშნულის შესახებ მიმართვა საბჭოს წევრებს დღეს საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა. გვირიტიშვილის განცხადებით, დოლიძემ არაერთხელ გააკეთა პოლიტიკური განცხადებები და მოწოდებები, მათ შორის მოითხოვა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომაც.

„ამ მომართვის მიზანია უფლებამოსილება შეუწყდეს ანა დოლიძეს, რადგან იგი უკვე არსებითად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია იუსტიციის საბჭოს წევრობის სტატუსთან. ასევე იგი სისტემატიურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას. მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშვნელ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“, – აღნიშნულია პრეზიდენტისადმი მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : იუსტიციის საბჭოში თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ეს არის დიმიტრი გვრიტიშვილი
შემდეგი სტატია„პარტია „ლელო“ დაფუძნდება დეკემბრის 12-ში, მე ვიქნები ადამიანი, რომელიც პირადად შეხვდება ჩვენი პარტიის მომავალ წევრებს – ხაზარაძე