იუსტიციის საბჭო ძალაუფლებას იყენებს მართლმსაჯულების ინტერესების საწინააღმდეგოდ – NGO-ების განცხადება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიშები მუდმივად აჩვენებს, რომ იუსტიციის საბჭო მის ხელთ არსებულ ძალაუფლებას იყენებს, არა მართლმსაჯულების ინტერესების დასაცავად, არამედ, მის საწინააღმდეგოდ – ამის შესახებ კოალიცია სამართლიანი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის წერს.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და მოითხოვს, შეიქმნას საპარლამენტო ფორმატი სასამართლო სისტემაში არსებულ კრიზისებზე ღიად სასაუბროდ და საჩქაროდ დაიწყოს მუშაობა რეფორმის სრულყოფილ პაკეტზე.

„მთელი რიგი გარემოებები უკვე ადასტურებს იმას, რომ სასამართლო სისტემის რეალური რეფორმის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას არ გააჩნია. ჩვენ ვიმუშავებთ, გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიმართულებით, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას არ მოატყუოს, თითქოს ის ახორციელებს სასამართლო რეფორმას, არამედ სასამართლო რეფორმა ჩატარდეს რეალურად,“-განაცხადა საია-ს წარმომადგენელმა ეკატერინე ციმაკურიძემ.

banner
წინა სტატიაშიაფგან მუხთარლის გაუჩინარება თბილისიდან – საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
შემდეგი სტატიაკალაძეს თბილისის მერობის სურვილი აქვს – ლილუაშვილი