იუსტიციის საბჭო ანა დოლიძის წინააღმდეგ – “პარლამენტში დავაყენებთ საკითხს, რომ ეთიკის ნორმები გავრცელდეს არამოსამართლე წევრებზეც”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან თევზაძე საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს ცილისმწამებლური განცხადების გაკეთებაში ადანაშაულებს. თევზაძე აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პარლამენტს წინადადებით მიმართავს, არამოსამართლე წევრებზე გარკვეული ტიპის ეთიკის ნორმები გაავრცელოს.
”ანა დოლიძის დღევანდელი განცხადებები, თუნდაც გუშინდელი, დემაგოგიის კლასიკური ნიმუშია. ნაცვლად იმისა, რომ მან იზრუნოს სასამართლოს ავტორიტეტზე, იგი მიზანმიმართულად და ცილისმწამებლურად ავრცელებს ამ ტიპის განცხადებებს. ვფიქრობ, რომ მისი სურვილი და ის ეჭვები, რომ სასამართლო სისტემა, საბჭოს საქმიანობა გადასულიყო პოლიტიკურ ჭრილში, მართლდება. თუმცა, ჩვენ არ ავყვებით მსგავსი ტიპის პროვოკაციას.
ისეთ ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. ეს არის არაეთიკური და აბსოლუტურად მიუღებელი. სამწუხაროა, რომ ეთიკის ნორმები არ ვრცელდება უშუალოდ არამოსამართლე წევრებზე. ვფიქრობ, პარლამენტმაც უნდა იფიქროს აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ დავაყენებთ ამ საკითხს პარლამენტში, რომ ეთიკის ნორმების გავრცელდეს უშუალოდ არამოსამართლე წევრებზეც, რადგანაც ისინი აბსოლურტურად განუსაზღვრელი უფლებით სარგებლობენ. ანა დოლიძის განცხადებები მოსამართლეებზე არის აბსოლუტურად შეურაცხმყოფელი.მე არასდროს ვიტყვი, ეს იმის ნარჩენია და ა.შ”, – განაცხადა თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშილომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიათბილისში კრიმინალური ავტორიტეტი „დობო“ და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს