იუსტიციის მინისიტრი თანამოქალაქეებს კანონის დარღვევას ურჩევს

საქართველოს იუსტიციის მინისტრი უცხოეთში არალეგალურად მყოფ თანამოქალაქეებს დახმარების მაგივრად კანონის დარღვევას ურჩევს.იმის მაგივრად რომ იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს საგარეო უწყებამ იზრუნონ იმზე, თუ როგორ არის შესაძლებელი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება, მათ კანონის დარღვევას ან კიდევ საკუთარი ნებით დაჯარიმებასა და დეპორტაციაზე თანხმობისკენ მოუწოდებს.

არალეგალურად მყოფი მოქალაქე საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ან ნებით ჩაბარების შემთხვევაში ეევროპის ქვეყნებში დაჯარიმებულნი და დეპორტირებულნი იქნებიან.
იუსტიციის მინისტრს არც საერთაშორისო ნორმების არაფერი ესმის, როდესაც საუბრობს “კანონიერად შევიდნენ ევროკავშირის ქვეყანაში.” როგორ შევლენ კანონიერად, როდესაც უკანონოდ იმყოფებიან? ეს ხომ სრული აფსურდია და ფაქტობრივად თანამოქალაქეებზე არასოწორი იფორმაციის მიწოდება და თუ გნებავთ კანონის დარვევისაკენ მოწოდებაა.

თუ საქართველოს ხელისუფლება არ მიმართავს ევროპის ქვეყნებს თხოვნით, თავიანთი არალეგალურად მყოფი თანამოქალაქეების მიმართ კანონის ქმედების ლმობიერების მიღებას, ნებით უკან დამბრუნებლთა მსურველებზე, მაშინ ყველა დეპორტირებული თანმოქალაქეებისთვის, სხვა პრობლემებთან ერთად, ვიზალიბერალიზაცია 5-ან 10 წლამდე გადაიდება, რადგან დეპორტის შემთხვევაში აეკრძალებთ ევროპაში შემოსვლა.

გიორგი ალანია
ჩეხეთი

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკომისიის მიერ საკანონმდებლო წინადადების წარდგენას მნიშვნელოვანს უწოდებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის თაობაზე მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის გუბერნატორების განცხადებები დააკმაყოფილა