11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა

იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია. განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად. მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეების დაკავებასთან დაკავშირებით უწყებაში ინფორმაცია არ შესულა
შემდეგი სტატიაალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „მთავრობის“ დათხოვნის შესახებ