იუსტიციის მინისტრის კომენტარი გიორგი პაპუაშვილის განცხადებებზე

„ბატონი პაპუაშვილისთვის რაც მქონდა მე გამოსაქვეყნებელი, უკვე გამოვუქვეყნე. ეს გახლავთ მისი ორიანები. მეტი დოკუმენტაცია მე მის შესახებ არ მაქვს და არც ხელისუფლების რომელიმე წევრს აქვს. მას, როგორც ჩანს, ალბათ, აწუხებს წარსულის აჩრდილები. თუ წარსულში წინა ხელისუფლებამ ვინმეს რამე ჩაუწერა, თუ მას კიევიდან, ოდესიდან ვინმე აშანტაჟებს და ალაპარაკებს, ეს სერიოზული თემა იქნებოდა. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, და, მათ შორის, მე, ერთადერთი გვქონდა − საკონკურსო ქულები, ის უკვე გამოქვეყნებულია. არ იყო ეს ქულები ბატონი პაპუაშვილისთვის სახარბიელო, მაგრამ ყველა ღირსეულად უნდა შეხვდეს საკუთარ მარცხს.
რაც შეეხება ჩემს სხვა მოთხოვნებს მისადმი, ეს არის 2 მოთხოვნა: პირველი, რომ მან საზოგადოებას უნდა აუხსნას, როგორ მიიღო მაშინდელი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელისგან, როგორც ეს იყო კონსტიტუციით, 1000 ლარად ძვირადღირებული ქონება; არის თუ არა ეს შესაბამისი მოსამართლის დამოუკიდებლობის პრინციპად; რა გააკეთა მან ამ ქონების სანაცვლოდ, თუ ასეთი გააკეთა, და მაინტერესებს, განიცდის თუ არა ის დისკომფორტს, როდესაც ცხოვრობს სამი მცირეწლოვანი ბავშვის ბინაში საკუთარ ოჯახთან ერთად. მე თუ მკითხავთ, ის არა მხოლოდ სტრასბურგის მაღალ პოზიციას, არამედ იმ პოზიციასაც არ შეესაბამება, რომელსაც ის იკავებს, და, ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ საზოგადოება მას დაუსვამდა კითხვებს − უნდა იყოს თუ არა ის იმ თანამდებობაზე, რომელზეც ის არის. მე მესმის, რომ კონკურსში დამარცხდა, მესმის, რომ სტრასბურგში ვერ იქნება მოსამართლე, მე ისიც მესმის, რომ 30 სექტემბერს ვადა უმთავრდება, მაგრამ ეს არ არის მიზეზი იმისა, რომ სხვას ვესროლოთ ტალახი. კონკურსი კონკურსია, კონკურსში კი ის დამარცხდა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ზუგდიდში, სამეგრელოს რეგიონული არქივის ახალ შენობას გახსნის ღონისძიებაზე.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმე გახსნა და ბრალდებული დააკავა
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრმა აღასრულა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება, რომლის იგნორირების უფლება არავის არ აქვს