იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, სტრასბურიგის სასამართლოს მიერ მიღებულ იმ გადაწყვეტილებას განმარტავს

, რომლის მიხედვითაც, სტრასბრგის ადმაიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ დააკმაყოფილა “რუსთავი2”-ის იურისტების მოთხოვნა და დროებით შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების შესახებ.

იურისტი წერს, რომ სტრასბურგის სასამართლო დროებით ღონისძიებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებს. იმ შემთხვევაში, თუკი რეალურად არსებობს ალბათობა, რომ მომჩვანს შეიძლება ამ ზომის მიუღებლობის შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს და შესაბამისად, საჩივრის განხილვამ აზრი დაკარგოს.

“გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე (ქართულ სამართლში ამგვარ მექანიზმს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება), რა თქმა უნდა არის უპრეცედენტო. ფაქტია, რომ ქართულმა მხარემ ვერ/არ გაითვალისწინა მინიმალური ფორმალური სტანდარტები, რომ ამგვარი შედეგი არ დამდგარიყო. დროებითი ღონისძიება, რომელსაც ისედაც უკიდურეს შემთხვევაში იყენებს სტარსბურგის სასამართლო (ამ ტიპის დავებზე კი საერთოდ არ იღებს), მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რეალურად არსებობს ალბათობა, რომ მომჩვანს შეიძლება ამ ზომის მიუღებლობის შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს და შესაბამისად, საჩივრის განხილვამ აზრი დაკარგოს („კონვენცია იცავს ეფექტურ უფლებებს და არა თეორიულს ან ილუზორულს“). დროებითი ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს – პალატა, სექციის პრეზიდენტი ან საამისოდ დანიშნული მოსამართლე. სასამართლო ამ დროს ხელმძღვანელობს სასამართლოსსრეგლმანეტით, ასევე სასამართლოს პრეზიდენტის 2003 წლის 5 მარტის გაიდლაინით, რომელიც მოდიფირებული იქნა 2009 წლის 16 ოქტომბერს და 2011 წლის 7 ივლისს. სასამართლო უფლებამოსილია მიღებული გადაწყვეტილება აცნობოს დაუყოვნებლივ მინისტრთა კომიტეტს – ევროსაბჭოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოს. სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიუხედავად იმისა, საქმე წარმოებაშია მიღებული თუ არა (ეს ცალკე პროცედურაა), ასევე ეს არ ნიშნავს საქმის დაჩქარებულ განხილვას (ამის თაობაზე პალატის თავ-რე და ან პალატა ცალკე იღებენ გადაწყვეტილებას). ამასთან, პალატას შეუძია მოსთხოვოს მხარეებს ინფორმაცია ნებისმიერ ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება პალატის მიერ მითითებული დროებითი ღონისძიების განხორციელებას. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ამ მასალების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს დროებით ღონისძიების გაგრძელების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს თავად ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (რომელსაც ხელს აწერს სახელმწიფო), იგი მაინც სავალდებულოა აღსასრულებლად. ამგვარი ვალდებულება სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა საქმეზე Mamatkulov and Askarov v. Turkey (2005),”-წერს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩხეიძე: მას კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები მოყვება
შემდეგი სტატია(video) თეა წულუკიანის საგანგებო განცხადება