იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათშორისი კომისიის ბოლოს სხდომა მიმდინარეობს

უწყებათშორისი კომისიის ბოლო სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით. შეხვედრას პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

სამოქალაქო სექტორი სხდომაზე რეკომენდაციებით წარდგება, რომელიც საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს და კანონმდებლობის დახვეწას გულისხმობს.

რეკომენდაციები შეეხება ამომრჩეველთა მოსყიდვას და საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.

„რეკომენდაციები ეხება როგორც საარჩევნო სისტემას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაბამის რეგულაციას, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას და ჩვენს ხედვას თუ როგორ უნდა მოხდეს ცვლილებები და დაკომპლექტება შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის.

“ჩვენ ვმუშაობთ ყველა იმ პრობლემურ საკითხზე, რომელიც გამოვლინდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომ პერიოდში და ეს რეკომენდაციები ასევე წარედგინება შესაბამის უწყებებს,“ – განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა ლელა ტალიურმა.

banner
წინა სტატიაშისაკომიტეტო თანამდებობები – “ნაციონალურ მოძრაობაში” გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ
შემდეგი სტატიამთელი ქვეყნის მასშტაბით, წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ე.წ. ჭკვიანი კამერები დამონტაჟდება