იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებსიუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს. დღეს, 12 ნოემბერს,თეა წულუკიანიპროკურორობის სამ კანდიდატს შეხვდება:ვლადიმერ გაბრიჩიძეს, რომელიც ქუთაისის უნივერსიტეტმა წარადგინა; ლენა კაპანაძეს, რომელსაც ოფიცერთა კავშირისა და მთიანეთის ნებაყოფლობითი საქველმოქმედო ასოციაციამ გაუწია რეკომენდაცია; კოტე ჭილაიას, რომელმაც თავისი კანდიდატურა იუსტიციის მინისტრს თავად შესთავაზა.
გასაუბრების მეორე ეტაპი ხვალ, 13 ნოემბერს, არის დანიშნული. სწორედ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ შეარჩევს იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურას, რომელთაც19 ნოემბერს საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. კანონმდებლობის თანახმად, იუსტიციის მინისტრის მიერ დასახელებულ კანდიდატთა შორის ერთი ქალი უნდა იყოს.
საპროკურორო საბჭო წარდგენილი კანდიდატურებიდან ერთ-ერთს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და წარუდგენს მთავრობას, შემდგომ კი −პარლამენტს.
მთავარი პროკურორის არჩევა 6 წლის ვადით განისაზღვრება და მისი ვადამდე გათავისუფლება სერიოზულიდისციპლინურიგადაცდომისჩადენის ანმისქმედებაშისისხლისსამართლისდანაშაულისნიშნებისგამოვლენისშემთხვევაში ხდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რეგიონებში 80 ათასამდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
შემდეგი სტატიაგოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილი მანქანები გამოყვანილია