იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს ხვდება

იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, 13 ნოემბერს, თეა წულუკიანი პროკურორობის კიდევ სამ კანდიდატს შეხვდა: პაატა შავაძეს, რომელიც საადვოკატო კომპანია „საქართველოს ადვოკატთა გაერთიანებამ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს; ლაშა გოლუბიანს, რომელსაც რეკომენდაცია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ახალგაზრდულმა მოძრაობამ გაუწიეს; ნანა რევაზიშვილს, რომლის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე მედიაკავშირმა „ობიექტივმა“, ა(ა)იპ „ქალთა თანადგომამ“ და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა წამოაყენეს.
იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის ყველა კანდიდატთან პირადად გასაუბრების შემდეგ მთავარი პროკურორის პოსტზე სამ კანდიდატურას შეარჩევს და მომდევნო კვირას საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. საბჭო მთავარ პროკურორს ფარული კენჭისყრით ხმათა 2/3-ით დაამტკიცებს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს, შემდგომ კი − საქართველოს პარლამენტს.
მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან შეხვედრა თეა წულუკიანმა 12 ნოემბერს დაიწყო. გუშინ იუსტიციის მინისტრი ვლადიმერ გაბრიჩიძეს, ლენა კაპანაძესა და კოტე ჭილაიას შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრმა ლაგოდეხში მშენებარე იუსტიციის სახლი მოინახულა
შემდეგი სტატიასამგორის გამგეობის ტენდერი, ადამიანებისთვის ვინც მათი ვარაუდით მალე გარდაიცვლებიან