იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციასთან დაკავშირებით – ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ, ეს არის ექიმების სასაუბრო

ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სიმულაციაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

„ამასთან დაკავშირებით მოგახსენეთ, რომ ვრცელდება მრავალი სხვადასხვა სახის ინფორმაცია, თუმცა ბუნებრივია, ეს ჩემი მხრიდან იქნება გარკვეულწილად სპეკულაცია, რომელშიც მე ბუნებრივია, ვერ შევალ და ამ საკითხზე უნდა ისაუბრონ დარგის სპეციალისტებმა, ეს იყო სიმულაცია, არ იყო თუ ა.შ. მე ამ შემთხვევაში ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ. მე არ ვარ ექიმი, მე არ ვარ დარგის სპეციალისტი და შესაბამისად, გამიჭირდება ამ საკითხზე საუბარი. ეს არის ექიმების სასაუბრო“ – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იანვრის განმავლობაშიც გაგრძელდება და 50 წლის ასაკის პირებზე აცრის შემდეგ გაიცემა
შემდეგი სტატიარატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი, მოხდის სასჯელს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში