იუსტიციის მინისტრი ბუქარესტის კონფერენციაში მონაწილეობს

იუსტიცისს მინისტრი, თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგიონულ კონფერენციას ესწრება, რომელიც რომის სტატუტის წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება.

 

სემინარი ბუქარესტში ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. მასში აღმოსავლეთ ევროპის 23 ქვეყანა, აგრეთვე, ევროსაბჭოსა და ეუთო-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. გარდა ამისა, თეა წულუკიანი შეხვედრებს რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან რალუ კაპრუნასთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატურის ხელმძღვანელთან, ჰერმან ვანჰებელთან გამართავს.
banner
წინა სტატიაშიპარლამენტში სამხრეთ კავკასიასა და რეგიონში მიგრაციის გამოწვევებზე მსჯელობენ
შემდეგი სტატია“კაპიტალის ბაზრის განვითარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს”