იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ დიასპორის სამინისტრო გაუქმდება

იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა, რომ დიასპორის სამინისტრო გაუქმდება და მომავალ მინისტრთა კაბინეტში ფუნქციებს, რომელსაც ასრულებდა დიასპორის სამინისტრო, შეითავსებს საგარეო საქმეთა უწყება.

“როგორც ამ დიასპორის ყოფილი წევრი, მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მთავრობის პრიორიტეტად დარჩეს დიასპორის თემებზე მუშაობა და ეს უბრალოდ თემა კი არ იყოს, არამედ პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო. როგორც პრემიერმა დაადასტურა, ეს თემა არ გაქრება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან და საგარეო სამინისტრო ჩაუდგება ამ საკითხის მართვას სათავეშიმ,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიალეკო ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
შემდეგი სტატიაკახეთში შვილმა მოხუც დედასთან, სავარაუდოდ, სექსუალური კავშირის დამყარება სცადა