იუსტიცია: სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

“საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ინფორმაციას, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. შესაბამისი დასკვნა გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

19 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დასკვნის მიღების შემთხვევაში, ფარცხალაძეს მოქალაქეობას შეუწყვეტს.

banner
წინა სტატიაშიილჰამ ალიევი მიმართვისთვის ემზადება
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – დესტრუქციულ ოპოზიციას დარბაზში არ ჰყავდა კაცები, მათ ჰყავდათ ოთხი ნერვებაშლილი ქალი