უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშენკო ამბობს, რომ მსოფლიო და ევროპა უკრაინას არაადეკვატურად ექცევა.
“თუკი უკრაინის ეკონომიკა საერთაშორისო ინვესტიციების გარეშე დარჩება, ჩვენ ათეულობით წლები დაგვჭირდება ფეხზე წამოსადგომად” – განაცხადა იუშენკომ და ხაზი გაუსვა იმას, რომ დასავლეთი უკრაინაზე საკმარისად არ რეაგირებს: “მსოფლიო არაადეკვატურია, ევროპა არაადეკვატურია იმ ჰუმანიტარული კატასტროფების მიმართ, რასაც ჩვენ განვიცდით” – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის სოციალური პოლიტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანას ჯერჯერობით ყველაზე ცუდი წერტილი არ გაუვლია, და რომ მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ხელისუფლებში, 2017 წლის აპრილ-მაისამდე ქვეყანაში სიტუაცია მუდმივად გაუარესდება.