იუშჩენკოს მოწამვლის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი დგას – აშშ-ის დაზვერვის დოკუმენტი

იუშენკოს თქმით, მსოფლიო და ევროპა უკრაინისადმი არაადეკვატურია

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ ის დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საზღვარგარეთ პოლიტიკური ოპონენტების მკვლელობებს ეხებოდა.

დაზვერვის ანგარიშში ბევრი ადამიანის მკვლელობა და თავდასხმა მოხვდა.

“…პოლიტიკური და ოპოზიციის ლიდერები პოსტსაბჭოთა საკვანძო რესპუბლიკებში, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ”, – წერია დოკუმენტში.

ამის ნათელი მაგალითი, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკოა, რომელიც 2004 წელს მოწამლეს. მაშინ ამბობდნენ, რომ რუსულმა დაზვერვამ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატის საკვებში დიოქსინი შეიყვანა – იმ პერიოდში იუშჩენკო უკრაინის დასავლეთთან ინტეგრაციის მომხრე იყო.

ამავე დოკუმენტში წერია, იჩქერიის ყოფილ ხელმძღვანელზე, ზელიმხან იანდარბიევზე მომხდარი თავდასხმის შესახებაც – კერძოდ მისი ავტომობილის აფეთქებაზე; სხვა მკვლელობებს შორის, რომლებიც კრემლს უკავშირდება – ФСБ-ს ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მოწამვლაა ლონდონში, 2006 წელს; ასევე ბიზნესმენის, ალექსნდრ პერეპელიჩნის მკვლელობა, რომელიც საკუთარ სახლთან ვარჯიშის დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა – 2012 წელს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, ცნობილი გახდა, რომ იუშჩენკოს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოწამვლის წინასასამართლო განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპოდოლიაკი: რუსეთის ფედერაციაში „ორეშნიკოვი“ არ არსებობს, ეს არის ადამიანი [რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი], რომელიც არ არის ადეკვატური, იგონებს თავისთვის რაღაც სახელებს
შემდეგი სტატიათბილისის აეროპორტმა ნისლის გამო რეისები ვერ მიიღო