“იურმალაში ქალაქგარეთ გამიყვანეს. იქ იყო ერთი სამი პრემიერ- მინისტრი და ერთი ათი საგარეო მინისტრი და მაწვებოდნენ. მეუბნებოდნენ, არავინ დაიჭიროთ, არავის გაეკაროთო მხოლოდ წინ იყურეო”- ივანიშვილის განცხადებით დასავლელი კოლეგები მოუწოდებდნენ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებზე პოლიტიკური დევნა არ განეხორციელებინა.
ივანიშვილის თქმით, სამართალი და ხალხი სულ სხვა რამეს ითხოვდა და ითხოვს. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ მათ ძირითად პარტნიორებთან უკეთესი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ახალ ხელისუფლებას.