იურკინა – საარჩევნო პროცესები გახლდათ ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული

საარჩევნო პროცესების მზაობის, მომზადების პროცესი და ამ პროცესის აღსრულების ეტაპი გახლდათ ძალიან მაღალ დონეზე შესრულებული, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა,​ სოციალ-პოლიტიკური პროექტების ინსტიტუტი „დიალოგის“ წარმომადგენელმა, ოლენა იურკინამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ატმოსფერო გახლდათ მშვიდი და არაკონფლიქტური. რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, საარჩევნო უბნებზე საჩივარი არ იყო ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მცირე რაოდენობის საჩივრები იყო, მაგრამ ეს მცირე რაოდენობის საჩივრები მოდიოდა იმ ადამიანებისგან, რომლებმაც სახლში მისცეს ხმა, ანუ საარჩევნო უბნის მიღმა და ეს გარკვეულწილად, ახსნა-განმარტებასაც უკეთებს ამ საჩივრებს“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

მისი თქმით, ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული არჩევნებში.

„ისინი აქტიურები იყვნენ არა მხოლოდ როგორც ამომრჩევლები, არამედ მათი აქტიურობა შეინიშნებოდა საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდანაც და არა მხოლოდ კომისიის წევრების მხრიდან, არამედ ხელმძღვანელების მხრიდანაც“, – განაცხადა ოლენა იურკინამ.

​დამკვირვებლის თქმით, ეს არჩევნები გამოირჩევა მთელი რიგი ინოვაციების და სიახლეების დანერგვით.

„პირველად მოხდა ამ არჩევნებში გამოყენება ისეთი ფაქტორების და ელემენტების, როგორიც გახლავთ ვიდეო ჩანაწერების გაკეთება; მათ უკავშირდება ბიულეტენის საკითხი და აგრეთვე, ხმების დათვლის პროცესის ჩანაწერის გაკეთება, ე.წ. წამკითხველის გამოყენება. აღსანიშნავია აგრეთვე, მხედველობა დაქვეითებულთათვის სპეციალური მეთოდის გამოყენება, რათა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მათაც მისცემოდათ“, – განაცხადა მან.

საერთაშორისო დამკვირვებელმა იმედი გამოთქვა, რომ ზემოაღნიშნული ზომები თავის წვლილს შეიტანს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხში.

„იმედი მაქვს, ზემოაღნიშნული ზომები თავის წვლილს შეიტანს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხში“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო – ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა
შემდეგი სტატიაცესკო-ს თავმჯდომარე – თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნების დღემ კოვიდრეგულაციების სრული დაცვით, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა