9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

იურისტი ნონა ქურდოვანიძე „გრანტების შესახებ“ კანონში დაანონსებულ ცვლილებებზე: ეს კანონი ყველაფერთან ერთად არის ცუდად დაწერილი

„ქართულ ოცნება“ გრანტების კანონს ისევ ცვლის. კანონში ამჯერად განისაზღვრება, რომ გრანტად არ მიიჩნევა ისეთი სახსრები, რომლებიც გაიცემა:

– საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ;
– საკონსულო დაწესებულების მიერ;
– საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ

იმ შემთხვევაში, თუ ეს სახსრები ხმარება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც გამომდინარეობს:

– უცხო ქვეყნის ხელისუფლების
– ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ „იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, მიზანშეწონილია შესაბამისი დაზუსტება“.

იურისტი ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ ეს ცვლილებაც აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს.

„გრანტების შესახებ“ კანონში მორიგი ცვლილებები დაანონსდა. შარშანაც ასე მოხდა, ცვლილებები შეიტანეს, მერე მალევე დამატებითი ცვლილებები დასჭირდათ „შეცდომების“ გასასწორებლად.

ახლა აზუსტებენ, რომ გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.

განმარტებით ბარათში წერია, ეს ისედაც ასე იგულისხმებოდა, უბრალოდ კანონი ისე დავწერეთ, სხვაგვარადაც იკითხებოდა და ვაზუსტებთო.

რეალობა კი ისაა, რომ ეს კანონი ყველაფერთან ერთად არის ყველაზე ცუდად დაწერილი, რომელსაც ეს ცვლილებაც ვერ აზუსტებს, და ახლა რასაც ცვლიან 10 აზრი გამოდის ისევ“, – წერს ის.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო: მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ
შემდეგი სტატიაიურიდიულ საკითხთა კომიტეტი „გრანტების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, 8 აპრილის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს