ამიერიდან samartali.ge დაეხმარება არამხოლოდ პროტესტის მონაწილეებს, არამედ ყველას, ვისაც „ქართული ოცნება“ დაჩაგვრას დაუპირებს,- წერს იურისტი მიხეილ ზაქარეიშვილი.
მისი თქმით, იმდენ ადამიანს დაეხმარებიან, რამდენსაც დაჭირდება.
,,ვიწყებთ პატრულის ჯარიმებით, ვინაიდან ბოლო დროს შეინიშნება ტენდენცია, რომ ძალიანაა გაზრდილი უკანონო და უსამართლო ჯარიმების გამოწერა.
საიტზე დავამატეთ ცალკე გვერდი, სადაც ის პირი, ვინც უკანონოდ დააჯარიმეს, შეავსებს მონაცემებს და გამოგვიგზავნის, ჩვენ კი დავუბრუნებთ გამზადებულ საჩივარს და ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა შეიტანოს საჩივარი. დაჯარიმებულებს დავეხმარებით როგორც შსს-ში, ასევე სასამართლოში გასაჩივრებაში.
ჩვენი მიზანია, არავინ დარჩეს მჩაგვრელ ხელისუფლებასთან მარტო და ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მას არ მიატოვებენ. ამისთვის არაა აუცილებელი, ეს ხალხი რუსთაველზე დადიოდეს, ან პროტესტში სხვანაირად იყოს ჩართული, უბრალოდ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ხმის ამოღებასა და ბრძოლას აზრი აქვს.
იმდენ ადამიანს დავეხმარებით, რამდენსაც დაჭირდება, ლიმიტი არ გვაქვს“, – წერს მიხეილ ზაქარეიშვილი.















