იურიდიულმა კომიტეტმა სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა გადადო

იურიდიულმა კომიტეტმა სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტის განხილვა გადადო. ამის შესახებ ეკა ბესელიამ იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებს წინ განაცხადა.

“გუშინ იმუშავეს კომიტეტებმა სავალდებულო წესით. პაკეტი ძალიან დიდია, 100-ზე მეტი კანონპროექტია. კომიტეტების დასკვნები ძალიან გვიან მივიღეთ. გამოთქმული არის მოსაზრებები და შენიშვნები. იცით, რომ წამყვან კომიტეტს აქვს ვალდებულება შეაჯამოს ეს შენიშვნები. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ წამყვან კომიტეტს ექნება კიდევ რამდენიმე დღე იმისთვის რომ ყველა ეს მოსაზრება შეჯერდეს. გვაქვს აქტიური კონსულტაცია მთავრობასთან. შეგვიძლია მომავალ კვირას დავგეგმოთ განხილვა”, – განაცხადა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს c ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები ჩაიტარონ
შემდეგი სტატიანიკი ჰეილი: ომის დაწყების შემთხვევაში ფხენიანის რეჟიმი განადგურებული იქნება