იურიდიულმა კომიტეტმა “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში” შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა “შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში” შესატან ცვლილებებს. კომიტეტის სხდომას მხოლოდ მმართველი გუნდი ესწრებოდა, ოპოზიციიდან კი მხოლოდ “საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი იმყოფებოდა. კომიტეტს ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, რომელსაც შეკითხვები ჰქონდა “ოცნების” მორიგ რეპრესიულ კანონპროექტზე.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონში ცვლილებს ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ უკვე უწოდა ახალი რუსული კანონი. ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო, დღეს კი პროექტი სესიაზე მეორე და მესამე მოსმენით გავა და სავარაუდოდ დამტკიცდება კიდეც. “ოცნება” კანონპროექტს დაჩქარებულ რეჟმში განიხილავს.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას და შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 580 სამხედრო, 12 ტანკი და 26 ჯავშანმანქანა დაკარგა
შემდეგი სტატია„კანვას საქართველოს“ დირექტორის, გიორგი მელაძის გამოკითხვა სასამართლოში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს