იურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ ჩატარდა. კენჭისყრის შედეგად, კონსტიტუციურ პროექტს მხარი დაუჭირა 13-მა დეპუტატმა, მათ შორის არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ერთადერთი, ვინც კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, შალვა შავგულიძე იყო. კონსტიტუციური პროექტი განსახილველად პირველი მოსმენის რეჟიმში ხვალ პლენარულ სხდომაზე წარედგინება. სწორედ ხვალ მოხდება პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ დროისთვის 84 დეპუტატი ჰყავს, საჭირო იქნება ოპოზიციის ხმებიც.

 

banner
წინა სტატიაშიქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვებს
შემდეგი სტატიაპარტია „ლელო“ ახალქალაქში ორმა წევრმა დატოვა