“იურიდიული მისამართი იქ გადაგვაქვს, სადაც თავისუფლება უკვე მოიპოვეს, წალენჯიხაში “

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არხმა გადაწყვიტა, რომ იურიდიული მისამართი შეიცვალოს და ის იქ გადაიტანოს სადაც “თავისუფლება უკვე მოიპოვეს” – წალენჯიხაში.

“მთავარი არხის მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. საქართველოში კი ერთადერთი ადგილი, სადაც ხალხმა მოიპოვა თავისუფლება, წალენჯიხაა.

არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ ვიცვლით იურიდიულ მისამართს და გადაგვაქვს იქ, სადაც უკვე მოიპოვეს თავისუფლება – წალენჯიხაში”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიჟორჟოლიანი: ხვალ ალბათ მოგვიწევს ბიძინა ივანიშვილისთვის ულტიმატუმის წაყენება
შემდეგი სტატიახოშტარია სუს-ს: ამერიკელებს მიადექით, დამოუკიდებლობის დეკლარაცია რომ წაიკითხოთ, გული გაგისკდებათ ისეთი წერია იქ