იურიდიული კომიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია-ნატო ჩხეიძე

”პატრიოტთა ალიანსის” წევრის ნატო ჩხეიძის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მისი არჩევა საკმაოდ დიდ პასუხიმგებლობა სანიჭებს, რადგან იცის, რომ იურიდიული კომიტეტი ,,მნიშვნლოვანი კომიტეტია“ . მისი თქმით, ყველა საკითხი, რომელიც პარლამენტში იქნება განხილული, ჯერ იურიდიულმა კომიტეტმა უნდა განიხილოს. ”ძალიან ბევრი საკითხია და ყველა საკითხი, რომელიც შემოვა პარლამენტში, განიხილება იურიდიულ კომიტეტში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია”, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილი გახდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე”ნაციონალური მოძრაობას” წარდგენილი ჰყავდა ოთარ კახიძესა და ”პატრიოტთა ალიანსიდან” ნატო ჩხეიძე.

banner
წინა სტატიაშითურქეთში 100-ზე მეტი პედაგოგის დაპატიმრების ორდერი გაიცა
შემდეგი სტატიაშარტავას ქუჩაზე 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს