იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატს მანანა კობახიძეს უსმენენ.

როგორც გამოსვლისას კობახიძემ განაცხადა, მისი, როგორც ადვოკატის საქმიანობა, მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანაში ადამიანების ბედი შეცვლილიყო.

მისი თქმით, დაახლოებით, ათი წლის განმავლობაში, ის სასამართლოებში დაზარალებულ მხარეს წარმოადგენდა.

მოქმედი კანონმდებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პოსტზე, როგორც გამოცდილი იურისტის, მისი კანდიდატურა შეარჩიეს.

კომიტეტი კობახიძის მოსმენის შემდეგ, მის კანდიდატურას კენჭს უყრის.

banner
წინა სტატიაშიეს სიბნელე უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე !!!” – წერს კილაძე
შემდეგი სტატიადაიხურება vs შეჩერება! სიტყვების თამაშია ეს ყველაფერი – ტაბლიაშვილი