იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სამუშაო შეხვედრაზე, ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე იმსჯელა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იქნა წინადადებები, რომელთა მიზანია ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის მარეგულირებელი ცალკეული ნორმების ახლებურად მოწესრიგება და ამით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებასთან შესაბამისობაში მოყვანა.

განხილული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც დაკავშირებულია ადვოკატთა ასოციაციისა და ადვოკატთა საქმიანობის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებასთან.

„ადვოკატის პროფესია ერთ-ერთი გამორჩეული პროფესიაა და ამიტომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ადვოკატებთან მათ საქმიანობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გაუმჯობესებისთვის. შევთანხმდით, რომ კომიტეტი ამ ცვლილებებზე აქტიურად იმუშავებს მიმდინარე წლის შემოდგომიდან“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

სამუშაო შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს ორგანიზებით.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი აცხადებს, რომ ომის გამო უკრაინიდან ევროპის ქვეყნებში წასული ადამიანები სამშობლოში მასობრივად ბრუნდებიან