იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩიეს

პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 126 დეპუტატი იმყოფებოდა. მათგან 98-მა დეპუტატმა ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხოლო ოთხმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

კენჭისყრის დროს პლენარულ სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ბესელია. როგორც ცნობილია, ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერდა.

banner
წინა სტატიაში,,ფოფხაძემ განაცხადა, რომ აქვს ღირებულებითი პრობლემები და გაარკვიეთ, რა ღირებულებებზეა საერთოდ ლაპარაკი”
შემდეგი სტატიასაპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების საკითხზე განცხადებას ავრცელებს