იურიდიულ საკითხთა კომიტეტეზე ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს დაარტყა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიასა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის მოხდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მას დაარტყა.

სხდომაზე დროებით შესვენება გამოცხადდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.

banner
წინა სტატიაშიწილოსანი ზურაბიშვილი UN-ში გამოსვლაზე: მან რამდენჯერმე ახსენა ოკუპაციის ფაქტი და პრობლემა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება