იურიდიულ კომიტეტზე ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.
შოთაძის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში ეყაროს. ირაკლი შოთაძეს თანამდებობაზე არჩევისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.

ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები მოსმენას არ დაესწრებიან. ამასთან, 18 თებერვალს ოპოზიცია პარლამენტთან პიკეტს გამართავს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გენერალურ პროკურორად შოთაძის დაბრუნება საზოგადოების კიდევ ერთი შეურაცხყოფაა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით 1770-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს