იური უშაკოვი აცხადებს, რომ ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული დროებითი ზავი იქნება მხოლოდ დროებითი შესვენება უკრაინელი სამხედროებისთვის

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რომელიც მაიკ უოლცს ესაუბრა, აცხადებს, რომ ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებული დროებითი ზავი იქნება მხოლოდ დროებითი შესვენება უკრაინელი სამხედროებისთვის, რუსეთის მიზანი კი გრძელვადიანი მშვიდობიანის დარეგულირებაა. ამის შესახებ უშაკოვმა „რასია 1“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ბუნებრივია, მე კომენტარი გავაკეთე დროებითი ზავის შესახებ მიღწეულ შეთანხმებაზე, გამოვთქვი ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა დროებითი შესვენება უკრაინელი სამხედროებისთვის. მიგვაჩნია, რომ ჩვენი მიზანი გრძელვადიანი მშვიდობიანი დარეგულირებაა, ჩვენ ამისკენ მივისწრაფით. მშვიდობიანი დარეგულირება, რომელიც ითვალისწინებს კანონიერ ინტერესებს, ჩვენი შეშფოთებები ცნობილია. ასეთი ნაბიჯები, რომლებიც სამშვიდობო მოქმედების იმიტაციას ქმნის, მოცემულ სიტუაციაში არავის სჭირდება“, – აღნიშნა უშაკოვმა.

იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პუტინი თავად ჩამოაყალიბებს რუსეთის ოფიციალურ პოზიციას.

ამასთან, როგორც რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ განაცხადა, აშშ და რუსეთი მიიჩნევენ, რომ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირებისა და უკრაინის მომავლის კონტექსტში კიევის ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი გამორიცხულია.

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი ცდილობს ომის გახანგრძლივებას და მშვიდობის რაც შეიძლება დიდხანს გადადებას, ვიმედოვნებთ, აშშ-ის მხრიდან საკმარისი ზეწოლა იქნება, რათა აიძულოს რუსეთი, დაასრულოს ომი
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისგან მომავალი სიგნალები არადამაკმაყოფილებელია