იური ლუჟკოვი: ჩვენ სხვა დროს დაველოდებით და ეს დროც მოვა

,,ველური, გონიერების ზღვარს მიღმა და გაუგებარი,, ასე შეაფასა მოსკოვის ყოფილმა მერმა იური ლუჟკოვმა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება მისი პერსონის ,,შავ სიაში,, შეტანისა და მომავალში ქვეყანაში არშეშვების თაობაზე.
,,საერთოდ მე კიდევ ერთხელ სექტემბერში ვაპირებ ჩემს საყვარელ საქართველოში ჩასვლას. მე დაპატიჟებული ვარ ჩემი ახლო მეგობრების შვილიშვილის ქორწილზე. ეს საინტერესოა, ყოველთვის მასშტაბური და ლამაზი ღონისძიებაა… მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების გამო არ გამოვა ჩასვლა, მე ვფიქრობ ჩვენ დაველოდებით – დაველოდებით სხვა დროს და ეს დროც აუცილებლად დადგება… და ასეთ ველურ გადაწყვეტილებებს, მე ვფიქრობ ბოლოს და ბოლოს საქართველოს ხელისუფლება არ მიიღებს და არც უნდა მიიღოს,, აცხადებს იური ლუჟკოვი, რომლის აზრითაც მისი პერსონის ,,შავ სიაში,, შეტანა ,,გონიერების ზღვარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომელიც იმ ტრენდის მიღმაა, რაც დღეისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებობს,,

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სახელმწიფო ტვ-ს დირექტორი ზურაბ ალასანია ტრანსლაციაზე უარს ამბობს
შემდეგი სტატიამართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს პირველი მოციქულის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს 12 მაისს აღნიშნავს