იური ლუცენკო თანამდებობას ტოვებს

იმედი მაქვს, მერაბიშვილთან დაკავშირებით სამართლიან გადაწყვეტილებას ხელისუფლება რევოლუციის გარეშე მიიღებს - იური ლუცენკო

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ Front News International-ს სარწმუნო წყარომ აცნობა.

წყაროს ინფორმაციით, ლუცენკოს და პრეზიდენტ პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც გენპროკურორმა განაცხადა, რომ თანამდებობას კვირის ბოლომდე დატოვებს, თუმცა პოროშენკოს თხოვნით ის წლის ბოლომდე გენერალურ პროკურორად დარჩება.

როგორც წყარო აცხადებს, ლუცენკოს გადაწყვეტილების მიზეზი მხოლოდ სააკაშვილთან დაკავშირებული გარემოება არ არის, მას ამერიკის შეერთებული შტატებიდან ნაბუს ხელონურად დისკრედიტაციაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: უკრაინის პრეზიდენტი ეთნიკური უკრაინელი უნდა იყოს
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი ამზადებს ახალ მოხსენებას რუს ილიგარქებსა და კრემლს შორის არსებულ კავშირებზე