იური ლუცენკო – ძალოვანებს უფლება ჰქონდათ ცეცხლი გაეხსნათ, თუმცა ეს არ გააკეთეს

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო აცხადებს , რომ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის უკრაინელი ხალხის ზურგს უკან იმალება, თუმცა მას დააკავებენ.

ეს განცხადება ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

ლუცენკოს თქმით, ძალოვანები, რომლებსაც სააკაშვილი დაკავებული ჰყავდათ, ნამსახურები იყვნენ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში და გუშინდელი სააკაშვილის გაქცევის დროს უფლება ჰქონდათ ცეცხლი გაეხსნათ, თუმცა ეს არ გააკეთეს.

„ჩვენ ვფიქრობთ სახელმწიფოზე. სააკაშვილი კი, რომელიც უკრაინელების ზურგსუკან იმალება, კურჩენკოსგან მიღებული ფულით ატყუებს მათ და მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს”, – განცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ლუცენკოს თქმით, ძალოვანები შემდეგშიც გააგრძელებენ სახელმწიფო ინტერესების დაცვას, ხანდახან მათთვის მინიჭებული უფლებების გამოყენებაზე უარის თქმითაც.

“თუმცა სააკაშვილს მაინც დავაკავებთ”, – განაცხადა იური ლუცენკომ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბარამიძე – მიშას ქონება და ფული არასდროს დაუგროვებია
შემდეგი სტატიაზუგდიდი საუკეთესო მუნიციპალიტეტთა ხუთეულში დასახელდა