იური დერევიანკო: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო კიევის დროით 11.30 საათზე დაიწყება

საქართველოს ექს–პრეზიდენტი, “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უშიშროების სამსახურის იზოლატორიდან კიევის პეჩერის სასამართლოში მიჰყავთ. ამის შესახებ “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს სახალხო დეპუტატი იური დერევიანკო. “7:30 ადვოკატების გარეშე მას გადასცეს შუამდგომლობა. თავად ადვოკატს შუამდგომლობა გადასცეს 8:30. ეს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა”,– წერს იგი.
იური დერევიანკომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს მოუწოდა მივიდნენ პეჩერის რაიონის სასამართლოს შენობასთან. “ყველანი ვიკრიბებით იქ…სასამართლო დაიწყება დაახლოებით 11:30”,– მიუთითებს სახალხო დეპუტატი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს 8 დეკემბერს და მოათავსეს უშიშროების სამსახურის დროებითი დაკავების იზოლატორში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე კონფერენცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„შეუძლებელია, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“ – ირაკლი სესიაშვილი