იუნკერმა ბრიტანულ პარტიას: “და თქვენ ახლა აქ რატომ იმყოფებით, საერთოდ?”

იუნკერმა ბრიტანულ პარტიას:

evrikavshiriეროპული კომისიის ხელმძღვანელმა, ჟან კლოდ იუნკერმა ბრიტანეთს მოუწოდა რაც შეიძლება სწრაფად “გაარკვიონ საკუთარი პოზიცია” ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.
“ჩვენ უფლებას ვერ მივცემთ საკუთარ თავს, გაურკვევლობაში დიდი ხანი ვიყოთ. შეუძლებელია რაიმე სახის საიდუმლო მოლაპარაკებები გაიმართოს” – განაცხადა იუნკერმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.
მან ასევე თქვა, რომ პატივი უნდა სცენ ბრიტანელი ხალხის ნებას, რასაც ბრიტანული პარტია UKIP -ის ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯას მხრიდან აპლოდისმენტები მოყვა – პარტია “ბრექსიტის” მომხრე იყო.
“თქვენ გასვლისთვის იბრძოდით. ბრიტანელმა ხალხმა გასვლას მისცა ხმა და თქვენ ახლა აქ რატომ იმყოფებით, საერთოდ?” – კითხა მას იუნკერმა პასუხად.
“ჩვენ სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავარკვიოთ. მაგრამ მე მაინც დამწუხრებული ვარ, იმიტომ, რომ მე რობოტი არ ვარ, არც რუხი ბიუროკრატი ვარ ან ტექნოკრატი” – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშიკვლევის შედეგები 3 დღით ადრე ცნობილი იყო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის
შემდეგი სტატიაესპანეთში ქართველი ბინის ქურდები დააკავეს