იუნკერი: ევროპაში ეგზისტენციალური კრიზისის პერიოდია

ევროკავშირში ეგზისტენციალური კრიზისის პერიოდია – ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა დღეს ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კავშირის 28-ვე წევრი ქვეყანა ხშირად საუბრობს ეროვნულ ინტერესებზე. “სფეროები, სადაც ჩვენ სოლიდარულები ვართ, ძალიან მცირეა” – განაცხადა იუნკერმა. მან გაერთიანებიდან ბრიტანეთის გასვლის რეფერენდუმი მოიყვანა მაგალთად, რომელიც 23 ივნისს ჩატარდა.
იუნკერის თქმით, დღეს კავშირის ყველა წევრ ქვეყანას განსხვავებული აზრები აქვთ ტერორიზმთან, ეკონომიკასთან, მიგრაციასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთის კავშირიდან გასვლა არ ნიშნავს მის დაშლას.
პარასკევს ევროკავშირის რეფორმირების თემა იქნება ბრატისლავაში შეკრების მიზეზი, რომელიც დიდი ბრიტანეთის გარეშე ჩაივლის.

banner
წინა სტატიაშიუფლებადამცველებმა ობამას სნოუდენის შეწყალებისკენ მოუწოდეს
შემდეგი სტატიასტიქია კახეთში