იუნესკომ პალმირას აღდგენის შესახებ რუსების გეგმა დაამტკიცა

იუნესკომ პალმირას აღდგენის შესახებ რუსების გეგმა დაამტკიცა

იუნესკომ პალმირას აღდგენის შესახებ რუსების გეგმა დაამტკიცაიუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ, სირიის პროვინცია პალმირას და სხვა კულტურული ძეგლების აღდგენის შესახებ, რუსეთის რეზოლუცია დაამტკიცა. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის ინიციატივა ერთხმად იქნა მიღებული.
რეზოლუცია “პალმირას და სირიის სხვა კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში იუნესკოს როლის შესახებ” პარიზში, საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 199-ე სესიაზე იქნა დამტკიცებული.

ანტიკური ქალაქი პალმირა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, რომელიც ჯიჰადისტურმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” 2015 წლის მაისში დაიპყრო და გაანადგურა. სირიის არმიამ პალმირა 27 მარტს გაანთავისუფლა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში ასტრიდ ტორსს შეხვდა
შემდეგი სტატიაზურაბ ჯამალაშვილი, ირაკლი ფხალაძე და გელა ღურწკაია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა