იუმორისტ ვასო ფხაკაძეს ყოფილი პოლიციელი სახლში მიადგა, ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვა, დაურეკა და დაემუქრა – ადვოკატი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი იუმორისტის, ვასო ფხაკაძის სახლში მივიდა, მისი ოჯახის წევრებს მოტყუებით გამოართვა ტელეფონის ნომერი, რამდენჯერმე დაურეკა ფხაკაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა მას.

ადვოკატის ინფორმაციით, ეს პირი იდენტიფიცირებულია.

ვასო ფხაკაძესა და თორნიკე მიგინეიშვილს თბილისის პროკურატურაში საჩივარი შეაქვთ.

“გრძელდება მუქარა და დაშინება მსახიობებსა და ტელეკომპანია პირველის თანამშრომლებზე.

ვიცავ ვასო ფხაკაძის ინტერესებს.

ვ.ფხაკაძეს 12 მარტს, დღისით, სახლში მიადგა პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, მაგრამ ვასო სახლში არ დახვდა. ოჯახის წევრს ნომერი მოტყუებით გამოართვეს.

შემდგომ იმავე მამაკაცმა ტელეფონზე რამდენჯერმე დაურეკა, აგინა, დაემუქრა, მოგონილი მიზეზები გაუჟღერა და მთელი დღე სახლთან ელოდა.

ეს პირი იდენტიფიცირებულია.

ამ წუთებში საჩივარი შეგვაქვს თბილისის პროკურატურაში და ველოდებით გამოძიების დაწყებას,” – წერს თორნიკე მიგინეიშვილი.

banner
წინა სტატიაშიWP: აშშ-ის დაზვერვას არ სჯერა, რომ პუტინი მზად არის მშვიდობისთვის
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ევროკავშირის სანქციების სიიდან რუსეთის ოთხი მოქალაქე ამოიღეს