28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა

იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებულ პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებული სასხდომო დარბაზიდან გათავისუფლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, შემთხვევა 2026 წლის 22 ივლისს, ღამით, თბილისში მოხდა. გამოძიების ვერსიით, მწერალ ნოდარ დუმბაძის ხსოვნის შეურაცხყოფის ნიადაგზე წარმოქმნილი დავისას, ბრალდებული ფიზიკურად გაუსწორდა ონისე ოქრიაშვილს და მას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე დარტყმა მიაყენა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშითიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
შემდეგი სტატიაზელენსკი რუსულ დაბომბვაზე: შეუძლებელია, არ სცოდნოდათ, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო ობიექტები იყო