იულია ტიმოშენკო უკრაინაში პოლიტიკურ გავლენებს იბრუნებს

კვირას, 18 დეკემბერს უკრაინაში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების შედეგად გაირკვა, რომ ბევრის მიერ პოლიტიკურად ,,ჩამოწერილი,, ფიგურა, ,,გაზის პრინცესად,, წოდებული იულია ტიმოშენკო უკრაინულ პოლიტიკაში გავლენებს იბრუნებს….
როგორც ადგილობრივი არჩევნების წინასწარი მონაცემებით ირკვევა, ტიმოშენკოს პარტია ,,ბატკივშინა,, 33,5%-თ პირველ ადგილზეა და მას, ძირითად კონკურენტზე, მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ბლოკზე ,,ბე-პე-პე,,-ზე (რომელმაც ხმების 15,4% მიიღო) ორჯერ მეტი ხმა აქვს აღებული.
ტიმოშენკოს განცხადებით, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და მისი პარტა ,,პოლიტიკური ბანკროტია,, და მას დამამაცირებლად მიაჩნია პრეზიდენტის განცხადება, რომ მისმა პარტიამ მანდატების უმეტესობა მიიღო… ,,ეს არის ხალხის მოტყუება და მცნებების გადაკეთება პოროშენკოს მხრიდან,, აცხადებს ტიმოშენკო, რომელსაც მიაჩნია, რომ პოროშენკო თავის 15%-ს უმრავლესობად ვერ გადააქცევს.
უკრაინული მედია და მიმომხილველები, იულია ტიმოშენკოს პარტიის წარმატებებს ბოლო არჩევნებზე, პოროშენკოს პარტიის ,,დევალვაციას,, და მის მიმართ ხალხის ნდობის დაკარგვასთან ერთად – ტიმოშენკოს დისტანცირებას უკავშირებენ ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკიდან.
,,იულია ტიმოშენკომ იცის როგორ ისარგებლოს სხვისი შეცდომებით… ის მაშინაც კი, როდესაც პრეზიდენტ იუშენკოსთან ერთად პირველი მაიდანის ლიდერი და შემდგომ პრემიერი იყო, კარგად ახერხებდა იუშენკოსთვის დაებრალებინა მის მიერ მართული მთავრობის ცუდი საქმეები,, აცახდებს უკრაინული მედია.
მას შემდეგ რაც მეორე უკრაინულმა მაიდანმა უკრაინაში პოლიტიკური ისტებლიშმენტი მთლიანად გადაახალისა, არავინ ელოდა, რომ უკრაინული პოლიტიკის გუშინდელი ლიდერები დაიბრუნებდნენ გავლენებს, თუმცა ახალი ხელისუფლების უუნარობამ შესაძლებელია უკრაინულ პოლიტიკაში არამცთუ გუშინდელი, არამედ გუშინწინდელი ლიდერებიც დააბრუნოს.
,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

 

banner
წინა სტატიაშიგერმანიის გენპროკურორი: დამნაშავე, სავარაუდოდ, თავისუფლებაზეა
შემდეგი სტატიაჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აიკრძალა