9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს – პოლიტიკოსის ოფისს სამართალდამცველები ჩხრეკენ

F

უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ რადას ფრაქციის „ბატკივშინას“ ხელმძღვანელი იულია ტიმოშენკო კორუფციაში ამხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკაია პრავდა“ ავრცელებს და წერს, რომ „ბატკივშინას“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს.

უკრაინის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროში დაადასტურეს, რომ სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად კორუფციაში ამხილეს უმაღლესი რადას ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი. ბიუროში აცხადებენ, რომ ის სხვა ფრაქციების წევრ დეპუტატებს კონკრეტული კანონპროექტების სასარგებლოდ ან მათ წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ, ქრთამს სთავაზობდა და მათ მოსყიდვას ცდილობდა. თუმცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ ბიუროში არ დაუკონკრეტებიათ, ვისზე იყო საუბარი.

banner
წინა სტატიაშიირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფეჰლევის ქვრივი მიმართვას ავრცლებს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი: “ყოველდღიურად 50 მილიონ ბარელ ნავთობს ვიღებთ, გამარჯვება კარგი რამაა”