იულია ტიმოშენკო დაჯარიმდება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო

უკრაინის შსს–მ განაცხადა, რომ იულია ტიმოშენკოსთან ერთად, სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა კიდევ ოთხმა დეპუტატმა.
პარტია “ბატკოვშინას” ლიდერს გადაეცა ადმინისტრაციული ოქმი. როგორც აღნიშნა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის თანაშემწემ ოლეგ სლობოდიანმა, კანონის თანახმად, ტიმოშენკო დაჯარიმდება 8500 გრივნით (320$).
შეგახსენებთ, სექტემბრის დასაწყისში საქართველოს ექს–პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გაარღვია უკრაინა– პოლონეთის საზღვარი მომხრეებთან ერთად, რომელთა შორის იყო იუალია ტიმოშენკოც. საზღვრის დარღვევის გამო მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაჯარიმდა 3,400 გრივნით (128$).

banner
წინა სტატიაშიბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქი ცოლ-ქმარი დააკავეს
შემდეგი სტატიაN11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში „მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა