იულია ტიმოშენკო აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს

კოალიციური ფრაქცია პრემიერის პოსტზე ტიმოშენკოს დაასახელებს

უკრაინის პარლამენტის ფრაქცია «Батькивщина» -ს ლიდერმა იულია ტიმოშენკომ ტელეკომპანია “NewsOne”-ის ეთერში განაცხადა, რომ აპირებს კენჭი იყაროს უკრაინის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში.
«ამიერიდან, მე ჩემს ხმას, ჩემი გუნდის ხმას, იმ ადამიანთა ხმებს, რომლებიც მე მენდობიან, არავის ვანდობ. მე შემიძლია გასაგებად ვთქვა: მე კენჭს ვიყრი საპრეზიდენტო არჩევნებში”, – აღნიშნა ტიმოშენკომ.
მან დაასახელა რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებთანაც აპირებს თანამშრომლობას. ესენი არიან : მიხეილ სააკაშვილის პარტია “Рух нових сил”, ორგანიზაციები “свобода”, “Народный контроль”, “Справедливость”.

banner
წინა სტატიაშიხმელნიცკის ადმინისტრაციამ უარი განაცხადა სკოლებში რუსული ენის სწავლებაზე
შემდეგი სტატიაშავ დღეში მყოფი მწვანე ტელევიზია (ვიდეო)