11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

იულია ტიმოშენკო 761 ათას დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ უკრაინელ დეპუტატსა და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს 761,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მოსამართლე ვიტალი დუბასმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურორების შუამდგომლობა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ კორუფციის ბრალდებით იულია ტიმოშენკოს პარტიის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.

ანტიკორუფციულ სააგენტოებში განაცხადეს, რომ ერთ-ერთი საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი კონკრეტული კანონპროექტების მხარდასაჭერად ან მათ წინააღმდეგ ხმის მისაცემად, დეპუტატებს ქრთამს სთავაზობდა.

banner
წინა სტატიაშიბაჩო ახალაია: “მეამაყება, რომ „ნაცად“ აღვიქვამ თავს”
შემდეგი სტატიაირანის ხელისუფლების მიერ, ყველა დაგეგმილი ჩამოხრჩობის გაუქმებისთვის, ტრამპი მათ მადლობას უხდის