იულია ნავალნაიას ემოციური პოსტი და ვიდეო-არ ვიცი როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე

“ლიოშა, მადლობა 26-წლიანი აბსოლუტური ბედნიერებისთვის. კი, თუნდაც ბოლო 3 წლის ბედნიერებისთვის. სიყვარულისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ ციხიდანაც კი იცინოდი და იმისთვის, რომ ყოველთვის ჩემზე ფიქრობდი.

არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო შენს გარეშე. მაგრამ, ვეცდები, გაგახარო და ჩემით იამაყო. არ ვიცი, ამას მოვახერხებ თუ არა, მაგრამ ვეცდები.

ერთ დღეს აუცილებლად შევხვდებით. იმდენი უთქმელი ისტორია მაქვს შენთვის, ტელეფონშიც კი შენახული მაქვს იმდენი სიმღერა, სულელური და სასაცილო, ზოგი, გულწრფელად რომ გითხრა, საშინელი სიმღერაა, მაგრამ ისინი ჩვენზეა და ძალიან მინდოდა, მოგესმინა. მე კი, ძალიან მინდოდა მეყურებინა, როგორ მოუსმენდი მათ, გაიცინებდი და მერე ჩამეხუტებოდი. მიყვარხარ სამუდამოდ… მშვიდად განისვენე, – წერს იულია ნავალნაია.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ნავალნის დაკრძალვაზე მისი მეუღლე და შვილები უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე არ იმყოფებიან.

ნავალნი სინატრას სიმღერის My Way-ის ფონზე დაკრძალეს. რუსი პოლიტიკოსითვის პატივის მისაგებად ხალხი წითელი ვარდებით ხელში მივიდა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან სასაფლაომდე მოქალაქეთა მთელი ჯარი ჩადგა და რეჟიმის მსხვერპლი პოლიტიკოსი უკანაკსნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა წყალტუბოში შეხვედრები გამართეს
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ცეცხლი გაუჩნდა ეკალ-ბარდებს და ჩაის პლანტაციას