ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ ამჟამინდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. პრეზიდენტი ბევრს აკეთებდა, მაგრამ ისიც დიდი ხნის განმავლობაში ივანიშვილის გუნდის წევრი იყო და მისთვის ძნელია, დისტანცირდეს მისგან, მაგრამ პრეზიდენტს გააჩნია ხელში რაღაც ინსტრუმენტები, რათა უკეთესი გზავნილები გაუჟღეროს ევროკავშირს, დემოკრატიულ სამყაროს და ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი რასაც აკეთებს, ყველაფერს იმისთვის, რომ დაარწმუნოს უფრო მეტი ადამიანი იმაში, რომ საქართველო მზად არ არის, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ. ეს, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია,-განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულასთან ინტერვიუს დროს.
“ქვეყანა რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი და საქართველო რომ ყოფილიყო ისტორიის იმ მხარეზე, სადაც უკრაინა და მოლდოვაა, არ იქნებოდა საერთოდ კითხვა სტატუსთან დაკავშირებით. რაც შეეხება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო კრემლის სტილის პოლიტიკას მიჰყვება, ვიდრე ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება დემოკრატიის თემას. საქართველოს მთავრობამ იცის, რა უნდა მოიმოქმედოს.
[საქართველოს მთავრობა] თავს ისე აჩვენებს, თითქოს ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ძალიან ბევრი კითხვა იბადება. ჩვენ ვნახავთ, მომავალში რა მოხდება, მაგრამ გზავნილები, ახლა რაც მოდის საქართველოდან, მაგალითად, რაღაც უსარგებლო და უცნაური იმპიჩმენტი პრეზიდენტის წინააღმდეგ და ასევე, ახალი ინფორმაცია ანტი-დემოკრატიულ კანონებზე, რომელიც დაწევს დემოკრატიის დონეს, გამოხატვის უფლება შეუზღუდავს ადამიანებს, საკუთარი აზრი გამოთქვას და ა.შ. ქართული ოცნება მეგობრობს ისეთ ადამიანებთან, როგორიცაა ორბანი უნგრეთიდან. უნგრეთი არ გახლავთ საუკეთესო მაგალითი დემოკრატიის და ალბათ, ფიქრობს ოცნება, რომ მიაღწევს რაიმეს, არ გამოვიყენებ ძალიან ძლიერ ტერმინს, შანტაჟს”,-განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ფორმულასთან ინტერვიუს დროს.