იუკნევიჩიენე: საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა რუსული კანონი

სამი გზავნილი მაქვს. პირველი, საქართველოს სჭირდება დებიძინიზაცია და არა აგენტების რუსული კანონი, თუ საქართველოს უნდა, შეუერთდეს ევროკავშირს. ეს დაეხმარება ქვეყანას, რომ თავი დააღწიოს კრემლის აგენტებს. მხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს ამ კანონის წინააღმდეგ, რადგან ეს არის გზა რუსეთისკენ და არა ევროკავშირისკენ.

მეორე გზავნილი მაქვს ოპოზიციისა და საქართველოს მოსახლეობისთვის – თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა. არ მინდა, რამე გასწავლოთ, რაც თქვენც იცით, მაგრამ ნამდვილად ეგზისტენციალური დროა ახლა რეგიონისთვის, ქვეყნისთვის და ჩვენთვის, ყველასთვის. არავის არ უყვარს საქართველო უფრო მეტად, ვიდრე ქართველებს.

და მესამე, ზოგადი გზავნილი: ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო დროს კრემლი გახდა ძალიან აქტიური ე.წ. საზღვართან ახლოს მყოფ ქვეყნებთან. არ მსიამოვნებს ამის გამოყენება, მაგრამ იქ, კრემლში ფიქრობენ ასე. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი და იგივე გზავნილები ისმის არა მხოლოდ ყოფილი პრემიერისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველო არაა მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს შოკის მომგვრელი ამბავია და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ახალი ჩვენთვის, ვინც ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე სიტუაციას, თუმცა, ეს არის ახალი ღია გზავნილი საქართველოს მთავრობისგან და ცოტა სხვა სიტყვებით გვესმის ზუსტად იგივე მოლდოვის ოპოზიციისგან, რომლებიც მოსკოვში იკრიბებიან. ეს მოხდა, მაგალითად, გასულ კვირას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ამავე პოლიტიკას ატარებს კრემლი, მაგალითად, ყირგიზეთში. მათ სურთ მსგავსი კანონის მიღება. ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო და უფრო ხდება კრემლის მარიონეტი და არ მეშინია მსგავსი სიტყვების თქმა, რადგან დღეს არის დრო, რომ გამოვხატოთ საკუთარი თავი ძალიან მკაფიო და ღია გზით. ახლა არის ისტორიული დრო არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ აქ, ჩვენთვისაც. ჩვენ ვხედავთ, როგორ იქცევა კრემლი ევროპარლამენტის არჩევნების წინ და იგივე გზავნილები ზოგჯერ ევროპაშიც გვესმის. ამიტომ ჩვენ უნდა განვსაზღვროთ კრიტერიუმები, რას ნიშნავს პრორუსული მთავრობა, პრორუსული პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც

თქვა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტარებთან და ნიკა გვარამიასთან ერთად სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე.

banner
წინა სტატიაშიმხარს ვუჭერ საქართველოს მოსახლეობის პროტესტს, ოპოზიციისა და მოსახლეობისთვის ჩემი გზავნილია, თქვენ უნდა გააერთიანოთ ძალისხმევა – იუკნევიჩიენე
შემდეგი სტატიაკრამონი კობახიძეზე: კანცლერის კრიტიკა ვერ აიტანა და თარჯიმანს დააბრალა, არ მოვტყუვდებით